Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა


კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისში ერთ-ერთ სასულიერო პირს. წინასწარი ინფორმაციით, ის სიონის ტაძრის მღვდელია.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს და სასულიერო პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.

რწმუნებულის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევაა.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელს. იმავე დღეს გაირკვა, რომ ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც საპატრიარქოს ერთ-ერთ შესასვლელს აკონტროლებდა.

გასულ კვირაში, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს.

დღეს, 17 აპრილს გაირკვა, რომ კორონავირუსი აქვს წყნეთის ტაძრის მრევლის ერთ-ერთ წევრს, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG