Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის პრესტიჟული რესტორნის შეფმზარეული უსახლკაროებს კვებავს


ბელგიაში კორონავირუსის კრიზისის პირობებში მძიმედ დაზარალებული ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული რესტორნის შეფმზარეული კვირაში ერთხელ უმასპინძლდება უსახლკაროებს.

Comme Chez Soi-ს შეფმზარეული ლიონელ რიგოლე, რომლის კერძები 265 ევრომდე ღირს, ყოველ ხუთშაბათს უმზადებს საჭმელს და ემსახურება ასამდე უსახლკაროს მას შემდეგ, რაც ბელგიაში მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდა მარტის შუა რიცხვებში.

„თუკი ჩემი პროფესიით სიხარული შემიძლია მივანიჭო უსახლკაროებს, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, ამბობს მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელი.

საკარანტინო ზომების გამო ბელგიაში უსახლკაროებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ საკვების მოპოვების საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG