Accessibility links

მეუფე დანიელი კორონავირუსის დროს წირვებზე: ეს არის იმისთვის, რომ ეპიდემიამ დაიხიოს უკან


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ამბობს, რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოში გავრცელებულ სხვადასხვა ეპიდემიას ქრისტიანები ლოცვით ებრძოდნენ. ამის შესახებ მან დღეს, აღდგომის წირვამდე 2 დღით ადრე ისაუბრა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე გაზრდილია.

"მაშინ არ იყო ასეთი სამედიცინო საშუალებები და ერთადერთი, რასაც მაშინ ქრისტიანული ქვეყნები მიმართავდა, იყო ლოცვა და ჯვრებითა და ხატებით მსვლელობა... ეპიდემიები, ეს არის ისტორიულად დადასტურებული ფაქტი, უკან იხევდნენ. ამიტომ ჩვენ გვაქვს არა მარტო პირადი სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ, საერთოდ იმისთვის, რომ დაიხიოს უკან ეპიდემიამ", - თქვა მან.

საქართველოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიებში, რადგან ინფიცირების რისკი მაღალია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG