Accessibility links

რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნა შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფი


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი აფხაზეთში (საარქივო ფოტო)

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა აფხაზეთში გაგზავნა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები, რომლებიც ქვეყანას დაეხმარებიან კორონავირუსთან ბრძოლაში. ფლოტის ამ ოფიციალურ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულიდან აფხაზეთისკენ მიემართება 13 სპეცავტომანქანისგან შემდგარი კოლონა, მათ შორის, დეზინფექციის მობილური კომპლექსებით.

ამავე წყაროს თანახმად, ადგილზე ჩასვლის შემდეგ ქვედანაყოფები მოაწყობენ დროებით ავტოპარკს და ტექნიკის სპეცდამუშავების პუნქტებს და დეზინფექციის დაწყებამდე აფხაზ მედიკოსებთან ერთად შეაფასებენ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას.

სააგენტო „რია-ნოვოსტის“ მოჰყავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლის, კაპიტან რულიოვის სიტყვები, რომ აფხაზეთში გამგზავრებამდე პირად შემადგენლობას კვლევა ჩაუტარეს და არცერთს კორონავირუსით ინფიცირება არ აღენიშნება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG