Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: თავშეყრა - არა, ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა


გიიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია. "ტვიტერში" მან დაწერა, რომ ახალი კორონავირუსის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:

"თავშეყრა - არა

ერთი ადამიანი - ერთი კოვზი

სოციალური დისტანცირება

ზრუნვა გაჭირვებულებზე

ეს მარტივი წესებია მეცნიერების და საღი აზრის ხმა, ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!", - წერს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.

17 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 370-ია. გამოჯანმრთელდა 79, გარდაცვლილია 3 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG