Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 000 პირბადე და 2000 ლ ხსნარი - საჩუქარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საჩუქრად გადასცა 100.000 ერთეული პირბადე და 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მოწოდებული ინვენტარი გადანაწილდება საქართველოს რეგიონებში და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG