Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით გარდაიცვალა წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ნორმან ჰანტერი


წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი, „ლიდს იუნაიტედის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი ნორმან ჰანტერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირების შედეგად.

„ნორმანი გასულ კვირაში მოათავსეს საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით. მიუხედავად ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის თავდადებისა, სამწუხაროდ, ის დღეს დილას დამარცხდა ამ ბრძოლაში“, ნათქვამია „ლიდს იუნაიტედის“ განცხადებაში.

ჰანტერს მთელი რიგი პრესტიჟული ტიტულები აქვს მოპოვებული „ლიდსის“ შემადგენლობაში.

ნაკრების შემადგენლობაში ის მონაწილეობდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც, როცა ინგლისის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

1974 წელს ჰანტერი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG