Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე მღვდლებისთვის მანქანით მოძრაობის უფლებაზე: სახელმწიფო ბინძურ პოლიტიკას თამაშობს


ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სახელმწიფოს მხრიდან დაცინვად აფასებს მთავრობისგან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის ქალაქში მანქანით გადაადგილების ე.წ. საშვების მიცემას. გოცირიძემ მოქალაქეებს ეკლესიიდან ფეისბუკის პირდაპირი ეთერით მიმართა.

"ვაპირებ ფეხით დავბრუნდე სახლში იმიტომ, რომ ჩემთვის ძვირფასია არა კანონის დარღვევა-დაურღვევლობა, არამედ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ამის უპირველესი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და ის თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს", - თქვა მან.

დღეს, 17 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მთავრობის დაწესებული შეზღუდვა მათ არ ეხებათ და მანქანებით გადაადგილება შეუძლიათ. თუმცა, მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება დღეს 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით აკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG