Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: არ არის მოსალოდნელი დავიწყოთ იმ ბიზნესების ამოქმედება, რომელიც შეჩერდა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება გაჩერებული ბიზნესკომპანიებისთვის მუშაობის უფლების მიცემა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ეპიდემიოლოგიური საფრთხისა და იმ ვითარების გათვალისწინებით, როცა ჩვენ შევდივართ კრიტიკულ ვითარებაში და განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ დავიწყებთ აქტიურად იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომელიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა", - ამბობს ის.

მისი თქმით, ამ დროს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ბიზნესკომპანიები უსაფრთხოების ნორმებზე გადაამოწმონ. მან აღნიშნა, რომ ეს მათ დაეხმარებათ, მომავალში უფრო მარტივად დაიწყონ კომპანიებმა საქმიანობა.

"იმისთვის, რომ როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ ზომების შერბილება და ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს ამისთვის მზად და შემოწმებისთვის დრო არ დაგვჭირდეს", - თქვა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულ სფეროს მიეკუთვნება ონლაინგაყიდვები და შემდეგ კვირაში მსგავსი კომპანიები შემოწმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა. ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ბიზნესკომპანიას აეკრძალა მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG