Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააპატიმრეს სკოლის მოსწავლე, რომელიც სავარაუდოდ სკოლაზე თავდასხმას ამზადებდა


სარატოვში დაკავებული 14 წლის ბიჭები, რომლებიც სკოლაზე თავდასხმა გეგმავდნენ 2020 წლის თებერვალში
სარატოვში დაკავებული 14 წლის ბიჭები, რომლებიც სკოლაზე თავდასხმა გეგმავდნენ 2020 წლის თებერვალში

ციმბირში დააკავეს სკოლის მოსწავლე, რომელიც ეჭვმიტანილია სკოლაზე თავდასხმის მოწყობის დაგეგმვაში. კრასნოიარსკის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონია რუსეთის არაერთ სხვა რეგიონში მსგავსი ბრალდებით მოზარდების დაპატიმრება.

კრასნოიარსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონის სასამართლომ 17 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, წინასწარი გამოძიების იზოლატორში მოათავსონ ორი თვით 14 წლის მოზარდი. ბიჭი დააპატიმრეს მას მერე, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს და მიაკვლიეს ლულაგადაჭრილ სანადირო თოფს, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელ ელემენტებს და დღიურს, სადაც სკოლაზე თავდასხმის გეგმა იყო გადმოცემული. ეჭვმიტანილს ბრალად წაუყენეს ტერორიზმი და დამნაშავეობრივი აქცის დაგეგმვა.
ამ დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე რუსეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს ორი მოზარდი ქალაქ სარატოვში, ვოლგისპირეთში, რომლებიც ადგილობრივ სკოლაზე გეგმავდნენ თავდასხმას იარაღით და ასაფეთქებელი მოწყობილობით.

იმავე თვეში რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში, გამოააშკარავა სკოლაზე თავდასხმის მზადების კიდევ ერთი შემთხვევა, ხოლო ხაბაროვსკში გაასამართლეს და რვა წელი მიუსაჯეს 19 წლის მოსწავლეს, რომელსაც ბრალად საკუთარ სკოლაში სროლის დაგეგმვა წაუყენეს.
ისტორიულად, რუსეთის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სკოლებზე თავდასხმები არ არის იშვიათი, თუმცა ბოლო ხანს ამგვარი ინციდენტების რიცხვმა იმატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG