Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი: პანდემიის დროს ბორდერიზაცია ოკუპანტების სახეს წარმოაჩენს


ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. კომენტარს მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს მოქმედებები საოკუპაციო ძალების სახეს წარმოაჩენს.

„ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისი განმარტებით, ეს მოქმედებები ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბის და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში დაიწყეს. დირბელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა ექცევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG