Accessibility links

უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკავებული გენერალი „შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმას გეგმავდა“


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი

უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან სავარაუდო თანამშრომლობისთვის, ეჭვმიტანილია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვზე თავდასხმის მომზადებაში.

ავაკოვის მოადგილემ, ანტონ ჰარაშჩენკომ 16 აპრილს ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი ეჭმიტანილია ავაკოვის და ადამ უსმაიევის მკვლელობის ორგანიზების დაგეგმვაში. უსმაიევი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეთა მეთაურია.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა უფრო ადრე განაცხადა, რომ დააკავა სხვა პირი, რომლის ვინაობა დაუდგენელია, და რომელიც შაიტანოვთან ერთად თანამშრომლობდა რუსეთის უშიშროების სამსახურთან. შაიტანოვი 14 აპრილს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით. ერთი დღით ადრე რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა თავისი რუსი თანამშრომელი და ერთი უკრაინელი ანექსირებულ ყირიმში, სავარაუდოდ, უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ 2014 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG