Accessibility links

აშშ საქართველოს დასახმარებლად 600 ათას დოლარს გამოყოფს


აშშ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს დასახმარებლად 600 ათას დოლარს გამოყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფეისბუკქზე გამოქვეყნდა.

"ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1,7 მლნ დოლარი გამოყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG