Accessibility links

ეზუგბაია: ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა, რესურსი გვეყოფა


.

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ შეაფასა საქართველოში COVID – 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის რესურსი.

„თუ ასე იქნება, რომ ყოველდღიურად არ მოემატება 30-ზე მეტი და ამ დროს გაეწერებიან პაციენტები, შეიძლება, პიკის პერიოდში ისე გადავიაროთ, რომ ეს 440 საწოლი პირველ ეტაპზე საკმარისი იყოს“, - თქვა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორში არის მეორე გეგმა, რომლის 3 000 საწოლს ითვალისწინებს. „ვფიქრობ, რომ ასე თუ გაგრძელდა რესურსი გვეყოფა ჯერჯერობით, მთავარია, ყოველდღიურად ასეულ მატებაზე არ გადავიდეთ“, - თქვა ეზუგბაიამ.

კონკრეტულად ინფექციურ საავადმყოფოში კი, როგორც ეზუგბაია ამბობს, ჯამში 101 ინფიცირებული მოხვდა და მათგან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია. ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი მკურნალობ, მათგან ექვსი 17 აპრილს დაემატა.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID -19 34 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში სულ 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 79 გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG