Accessibility links

site logo site logo

მარეკ შჩიგელი და კარლ ჰარცელი ტახტისძირთან ხელოვნური ბანერის აღმართვას ეხმაურებიან


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „აღდგომა ტრადიციულად აერთიანებს მშვიდობას და ხალხს. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავიცილოთ ყველა სახის პროვოკაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ადმინისტრაციულ სასაზღვო ხაზზე, სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ", - წერს შჩიგელი.

ტახტისძირის შესახებ, ასევე „ტვიტერზე“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კარლ ჰარცელი. მისი შეფასებით, მორიგი „ბორდერიზაცია“ სრულიად მიუღებელია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მხრიდან.

„მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ აქტორებს, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ ეს მოქმედებები და თავი შეიკავონ ისეთი შემდგომი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნავს ჰარცელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG