Accessibility links

ბრიტანელმა ომის ვეტერანმა საკუთარ ბაღში სიარულით უკვე 25 მილიონი დოლარი მოაგროვა


ბრიტანელმა ომის ვეტერანმა მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა, ტომ მურმა, რომელსაც თვის ბოლოს 100 წელი უსრულდება, ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად 25 მილიონ დოლარამდე შემოწირულებები მოაგროვა საკუთარ ბაღში სიარულით.

გადამდგარმა კაპიტანმა, რომელიც ინდოეთში მსახურობდა, მიზანი, თავის 25-მეტრიან ბაღში ასჯერ გაევლო თვის ბოლომდე, თავისი ასი წლის იუბილესთვის, უკვე შეასრულა. თუმცა სიარულს განაგრძობს და თანხაც იზრდება, 17 აპრილის საღამოს მას 20 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე, ანუ 25 მილიონ დოლარამდე ჰქონდა შეგროვებული.

თავდაპირველად მისი გეგმა იყო, 1250 დოლარი შეეგროვებინა ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის, მაგრამ საქველმოქმედო აქციას 600 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და ბევრად მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე მურს შეეძლო წარმოედგინა.

„დიდი მადლობა დაუჯერებელი მხარდაჭერისა და გულუხვობისთვის“, წერდა ტვიტერით მური, რომელსაც 30 აპრილს 100-წლიანი იუბილე აქვს.

მურს გამოუჩნდნენ მიმბაძველები. კიდევ ერთი ასაკოვანი პენსიონერი ასევე ჯანდაცვის სამსახურისთვის, ასევე სიარულით უნდა შეაგროვოს შესაწირი ფული, საკუთარ სახლის კიბეზე ასვლით. 90 წლის მარგეტ პეინი აპირებს ავიდეს შოტლანდიის მთიანეთში მდებარე 731-მეტრიანი მთის, სუილვენის, შესაბამის სიმაღლეზე და 282-ჯერ ავიდეს კიბეზე თავის ბინაში, საზერლენდში, შოტლანდიის მთიანეთში. პეინის მიზანი იყო 13 ათასამდე დოლარის შესაბამისი თანხის მოგროვება, მაგრამ ანგარიშზე უკვე 170 ათასი დოლარი ჩაირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG