Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში უფლებადამცველს პოლიციის განყოფილებაში სცემეს


დაღესტნელ უფლებადამცველს ჯამბულატ ჰასანოვს, რომელიც პოლიციამ 17 აპრილს დააკავა, პოლიციის განყოფილებაში სცემეს. ამის თაობაზე სამოქალაქო აქტივისტმა შამილ ზადულაევმა აცნობა საიტ „კავკაზ. რეალიის“.

ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ჯამბულ ჰასანოვი კიდევ ორ უფლებადამცველთან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში 15 აპრილს დაკავებული მათი ნაცნობი აქტივისტის, ლარისა ბაჩიევას მანქანის სანახავად. პოლიციამ ბაჩიევა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააკავა, ხოლო მისი მანქანა სურდათ წაეყვანათ ექსპერტიზაზე.

პოლიციამ ყველა დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაფორმების შემდეგ გამოუშვა, გარდა ჰასანოვისა, რომელმაც პოლციის განყოფილებში მოითხოვა შეედგინათ ოქმი მისი ცემის შესახებ.

ინფორმაციის მისაღებად „კავკაზ რეალიის“ ჟურნალისტმა სცადა დაკავშირება დაღესტნის პოლიციის სამმართველოსთან, მაგრამ ვერ შეძლო ოპერატიული კომენტარის მოპოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG