Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდამსხმელმა სამხედრო ბაზის მახლობლად ექვსი სამოქალაქო პირი დახოცა


ბაგრამის ბაზა 2019 წლის დეკემბერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ
ბაგრამის ბაზა 2019 წლის დეკემბერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ

შეიარაღებულმა თავდასხმელმა, რომელსაც ადგილობრივი ფარვანის ხელისუფლების წარმომადგენლები თალიბებთან ასოცირებულს უწოდებენ, ბაგრამის საავიაციო ბაზის მახლობლად 6 კაცი მოკლა.


რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, შემთხვევა 16 აპრილს მოხდა ბაგრამის ბაზიდან 500 მეტრის დაშორებით, როდესაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტობუსს, რომელშიც ბაზაზე დასაქმებული სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.

ფარვანის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის, ვაჰიდა შაჰკარის თქმით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.

ორგანიზაცია თალიბანმა უარყო ბაგრამის ბაზასთან მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობა.

თავდასხმის ფონია ავღანეთში მიმდინარე პატიმართა გაცვლის პროცესი, რაც აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვლის ბოლოს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი პირობაა.

17 აპრილს თალიბანმა განაცხადა, რომ გაათავისუფლა ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენელთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მას ჰყავდა დაპატიმრებული. ქაბულის მთავრობამ 300-მდე თალიბი გაათავისუფლა 8 აპრილის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG