Accessibility links

ხორვატიაში 15 დღით გაგრძელდება მკაცრი იზოლაციის რეჟიმი


ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

ხორვატიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ 15 დღით გაგრძელდა მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში შემოიღებს კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად.

დღეისათვის ხორვატიაში COVID-19-ით დაინფიცირების 1800 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

მკაცრი იზოლაციის რეჟიმის მოქმედების ვადა გაგრძელდება 4 მაისამდე.

ერთი თვის წინ ზაგრებმა დახურა სავაჭრო ობიექტები, ბარები, რესტორნები და სკოლები. მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. შეწყდა მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

აკრძალულია ყველა სახის საჯარო შეკრება.

ქვეყანაში მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG