Accessibility links

ჩერნობილის ზონაში კვლავ ებრძვიან ხანძარს


უკრაინელი მეხანძრეები კვლავ ებრძვიან სტიქიას ჩერნობილის ზონაში. ცეცხლი უკიდია ხუთ სატყეო მეურნეობას, ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე.

უკრიანის ხელისუფლების ცნობით ხანძარი საფრთხეს არ უქმნის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული ნარჩენების საცავსა და სხვა კრიტიკულ ობიექტებს.


რადიაციული ფონი კიევსა და კიევის ოლქში ნორმის ფარგლებშია და არ აღემატება ბუნებრივ ფონს.

ხანძარმა ჩერნობილის ზონაში 4 აპრილს იფეთქა. 10 დღიანი ძალისხმევის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. მაგრამ 17 აპრილს ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა მიმქრალი ცეცხლის კერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG