Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სააღდგომო ღონისძიებაში 130 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. რამდენიმეგან გამოვლინდა წესების დარღვევა


18-19 აპრილის ღამით უკრაინის ტერიტორიაზე სააღდგომო ღონისძიებებში 130 ათასი მოქალაქე მონაწილეობდა, ამასთან, რამდენიმე ეპარქიაში წესრიგის დამცველებმა დააფიქსირეს საკარანტინო შეზღუდვების დარღვევის ფაქტები, - ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეებმა გამოავლინეს სამართლებრივი შეგნება და ყურად იღეს ჩვენი მოწოდება დარჩენილიყვნენ კარანტინში. მაგრამ წუხელ დაფიქსირდა რამდენიმე შეთხვევა, როცა ეკლესიებში იყო 10 კაცზე მეტი, ამასთან, 19 შემთხვევაში საკულტო შენობაში მყოფებს არ ეკეთათ დამცავი საშუალებები. პოლიციელებმა შეადგინეს სამი ადმინისტრაციული ოქმი და დაიწყეს ასევე სისხლისსამართლებრივი წარმოება კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად“, - განცხადა იგორ კლიმენკომ, უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა.

სააღდგომო ღვთისმსახურების დროს კარანტინის წესების დარღვევა დაფიქსირდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ოდესის, ჩერნიგოვისა და უკრაინის სხვა ოლქებში.

18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, სახლში ეზეიმათ აღდგომა და არ დაერღვიათ კარანტინის წესები.

შედარებისთვის, შარშანდელ სააღდგომო ლიტურგიასა და მსვლელობაში უკრაინაში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

COVID-19-ით დაინფიცრებულთა რაოდენობა 19 აპრილის მდგომარეობით უკრაინაში 5449-ს შეადგენს, 141 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 347 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG