Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 20 აპრილიდან შერბილებას დაიწყებს მკაცრი კარანტინის ზომები


ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 20 აპრილიდან შერბილდება მკაცრი კარანტინის ზომები იმ გეგმის თანახმად, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტისა და ბიზნესის ეტაპობრივ გახსნას ითვალისწინებს.

გეგმის თანახმად, ჩეხეთში, სადაც აქამდე მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ცალკეული საოჯახო დანიშნულების პროდუქციის მაღაზიები მუშაობდნენ, 20 აპრილიდან მუშაობას განაახლებს ყველა პატარა სავაჭრო ობიექტი, ასევე ავტობაზრები, ავტოსალონები და აგრარული ბაზრები.

11 მაისიდან გაიხსნება დიდი მაღაზიები, ხოლო რესტორნები და სავაჭრო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ 8 ივნისიდან.

27 მაისიდან ჩეხეთში შესაძლებელი იქნება ეკლესიებში ღვთისმსახურება არა უმეტეს 17 კაცის მონაწილეობით.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩეხეთში 30 აპრილამდე იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის ვადა.

19 აპრილის მონაცემებით ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 7 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, 181 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1235 განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG