Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 20 თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა


პრეზიდენტის სასახლე ქაბულში
პრეზიდენტის სასახლე ქაბულში

ავღანეთის მთავრობიდან გამოსული ცნობების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ადმინისტრაციის სულ მცირე 20 თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი, რის გამოც ქვეყნის 70 წლის პოლიტიკურმა ლიდერმა მინიმუმამდე შეამცირა შეხვედრები და გადავიდა საკუთარ თანმშრომლებთან ციფრულ კონტაქტზე.

ავღანეთის პრეზიდენტის, სედიყ სედიყის თანახმად, შესაბამისმა სამოქალაქო სამსახურმა უკვე მოუწოდა მთავრობის მოხელეებს, დარჩნენ სახლებში, ვიდრე ყველას არ ჩაუტარდება ტესტირება.

გავრცელებული ანონიმური ცნობებით, ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტაციის თანამშრომელთა დაინფიცირების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ქაბულში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში სხვა სამთავრობო უწყებიდან შესული მოწამლული ოფიციალური დოკუმენტი.

ავღანეთში შაბათს კორონავირუსის ახალი 933 შემთხვევა დაფიქსირდა. სამოქალაქო ომში 18 წლის განმავლობაში ჩაფლულ ქვეყანაში სურსათისა და სამედიცინო საშუალებების დიდი დეფიციტია. გრძელდება ასევე თალიბებისა და სხვა დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები სამთავრობო სტრუქტურებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG