Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომის ღამეს რუმინეთის ერთ-ერთ რაიონში აგრესიულ ჯგუფსა და პოლიციას შორის მცირე შეტაკება მოხდა


რუმინეთში, სადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აგრესიულად განწყობილ პირთა ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა იმის გამო, თითქოს სამართალდამცველები მათ გრძნობებს შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, პოლიციას ვითარების დეესკალაციისათვის დამატებითი ძალის გამოძახება მოუხდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ დაარღვიეს კარანტინის მოთხოვნა და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, რომელმაც მათი ადმინისტრაციული წესით დასჯა სცადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუმინეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს კომენდანტის საათი და აკრძალულია ყველა სახის საჯარო შეკრება.

რუმინეთში 19 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, სულ მცირე, 8700-ს აღწევს, 434 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG