Accessibility links

რუსეთის ერთ-ერთ ეკლესიაში თავს დაესხნენ ჟურნალისტებს


რუსეთის ქალაქ ომსკის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ადგილობრივი მღვდელი და მრევლი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდანენ იმის დადგენას, თუ რამდენად იცავდნენ სააღდგომო ღვთისმსახურებისას ეკლესიაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული თვითიზოლაციის რეჟიმს.

ადგილობრივი გამოცემა БК55-ის კორესპონდენტებმა განცხადეს, რომ ისინი ძალითა და უცენზურო გინებით გააძევეს ზნამენსკის ტაძრიდან, სადაც მათ სასულიერო პირს კომენტარი სთხოვეს.

ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას, სადაც მიმდინარეობს ამ ამბის გადამოწმება.

ზნამენსკის ეკლესიაში ურაყოფენ ჟურნალისტების შეურაცხყოფას და აცხადებენ, რომ მზად არიან პოლიციას გადასცენ ტაძარში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერი.

მანამდე ომსკის ოლქში კორონავირუსის პანდემიის გამო აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების გამრთვა. ამისდა მიუხედავად, თვითმხილვეთა თქმით, სააღდგომო სადღესასწაული ლიტურგიაზე ზელენსკის მონასტერში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეიკრებილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG