Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ ესწრაფვის თანამდებობას უკრაინაში


სააკაშვილი ოდესაში 2019 წელს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი არ მიისწრაფვის უკრაინაში არც ერთი თანამდებობისკენ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი კონტაქტები აქვს ქვეყნის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ხოლო მის კანდიდატურას ჩატარებული გამოკვლევით ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს,“კრიზისის პერიოდის“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ოდესაში მე უფრო მეტი გზა ვაშენე, ვიდრე „ქოცების“ ხელისუფლებამ მთელი ჩემი დატოვებული ფულის მიუხედავად მთელ რვა წელიწადში ააშენა საქართველოში, უბრალოდ ციფრებში რომ შევადაროთ. და მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხს ახსოვს და ბევრი სხვა რამეც გაახსენდათ, და ამიტომ, როდესაც აქ ჩაატარეს გამოკვლევა, გაოგნებული იყვნენ, რომ ყველაზე მეტი მხარდაჭერა, როცა ეუბნებიან, დაასახელეთ თქვენ თვითონ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი კრიზისის პერიოდში, - მხარი დამიჭირეს მე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში".

სააკაშვილი აცხადებს, რომ მუდმივი კონტაქტები აქვს უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან. კერძოდ, რეგულარულად ხვდება პრეზიდენტ ზელენსკის და მრავალსაათიანი საუბრები აქვს მასთან.

"ადრეც იყო ლაპარაკი სხვადასხვა თანამდებობებზე და არაერთხელ შორს დავიჭირე ამისგან თავი. არ მივისწრაფვი აქ არც ერთი თანამდებობისკენ, თუ რაიმე შემიძლია რჩევების სახით, ამას ვაძლევ", - განაცხადა სააკაშვილმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG