Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: „დავივიწყოთ ყველაფერი და ერთად ვიმუშაოთ“


საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში, ძალიან ბევრს ვფიქრობს საქართველოზე, რომლისკენაც უკიდურესად საშიში დიდი ტალღა მოდის.

"გამომიყენეთ უცხოური მხარდაჭერის მისაღებად. მე მზად ვარ მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანზიაციებში, ბოლოსდაბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში და თავის პირად მეგობრად მაცხადებდა; ბოლოსდაბოლოს ყველას ვიცნობ, ვინც დღევანდელი ევროპის ლიდერები არიან... ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის; მოდი დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მხოლოდ ერთ საკითხში: უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენ დახმარებას მაინც ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში".

მანვე აღნიშნა, რომ „ეს დღე და ღამე მიფრთხობს ძილს, ძალიან განვიცდი ამას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამომიყენთ რამეში იმიტომ, რომ ეს ტალღა ყველას გადაგფარავთ. და არ გიშველით არანაირი მოპარული ფულები, არაფერი არ გიშველით იმიტომ, რომ ეს სულ სხვა ტალღაა. ვერ წარმოგიდგენიათ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ თქვენც ვერ წარმოგიდგენიათ, რა უბედურება მოდის. ამიტომ დავივიწყოთ ყველაფერი და ერთად ვიმუშაოთ.“

ამ საკითხებზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG