Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს უცხოური დახმარების საკითხში


საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში, ძალიან ბევრს ვფიქრობს საქართველოზე, რომელსაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო „დიდი გაჭირვება და დიდი შიმშილი“ ემუქრება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთადერთი, რამაც ახლა შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს ეკონომიკა არის მასობრივი უცხოური დახმარება. ხოლო ვინაიდან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, სააკაშვილის თქმით, ამის უნარი არ აქვს, იგი საქართველოს მთავრობას ასეთი წინადადებით მიმართვას.

„გამომიყენეთ უცხოური მხარდაჭერის მისაღებად. მე მზად ვარ მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანზიაციებში, ბოლოსდაბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში და თავის პირად მეგობრად მაცხადებდა; ბოლოსდაბოლოს ყველას ვიცნობ, ვინც დღევანდელი ევროპის ლიდერები არიან... ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის; მოდი დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მხოლოდ ერთ საკითხში: უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენ დახმარებას მაინც ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG