Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია აცხადებს, რომ ტყვია, რომელმაც თბილისში ქალი იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა ისროლეს


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუკზე წერს, რომ ბრმა ტყვია, რომელმაც გასულ ღამით, თბილისში ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა ისროლეს.

„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან. და მერე რა ხდება? როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს“, - წერს მელია.

უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, შუახნის ქალს ახლომდებარე სახლიდან ნასროლი ტყვია მოხვდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG