Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ ფიქსირდება


20 აპრილის 11:00 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყოველ შემთხვევაში, წინა დღეებისგან განსხვავებით მონაცემები ამ დრომდე არ განახლებულა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

დილით ბრიფინგები აღარ ჩაუტარებიათ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს და ბოჭორიშვილის კლინიკის წარმომადგენლებს.

19 აპრილის საღამოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის სულ 394 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 93 გამოჯანმრთელების. გარდაცვლილია 4 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG