Accessibility links

ჯერჯერობით უცნობია, ბრმა ტყვია, რომელმაც ქალი მოკლა, ისროლა თუ არა შსს-ს თანამშრომელმა


შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, დაკავებულია თუ არა პირი, რომლის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიასაც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზეც, ისროლეს თუ არა ტყვია შსს-ს თანამშრომლებმა. სამინისტროში ჯერჯერობით აღნიშნულს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 19 აპრილს მოხდა. მერვე სართულზე, თავის საცხოვრებელ ბინაში მყოფ ქალს ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია მოხვდა. თავის არეში მიყენებული ჭრილობით ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუკზე წერს, რომ ბრმა ტყვია, რომელმაც გასულ ღამით, თბილისში ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა ისროლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG