Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაშია


ბათუმის კლინიკა "მედალფა"
ბათუმის კლინიკა "მედალფა"

აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდება. პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სირთულისაა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 20 აპრილს მედიას აცნობა, რომ ინფიცირებული ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაიყვანეს.

ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ოჯახთან ახლო კონტაქტში მყოფ ყველა პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. "ქობულეთის კლასტერიდან" ამ დროისთვის 34 პირია ინფიცირებული. მათი კონტაქტების რიცხვი 460-ზე მეტია.

20 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში სულ გამოვლენილია 399 შემთხვევა. მათგან 93 უკვე გამოჯანმრთელდა. 4 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG