Accessibility links

აღდგომაზე 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო 19 პირი დაჯარიმდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში 3-ზ მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 19 პირი დაჯარიმდა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დარღვევის სტატისტიკას ზოგადად, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი. აქედან:

  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 85 მოქალაქე
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 35 მოქალაქე
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 19 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG