Accessibility links

ბრმა ტყვიით ქალის მოკვლის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს


თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოთ გაისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი, ექსპერტებმა აიღეს სათანადო ნიმუშები, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

პროკურატურის თანახმად, ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 19 აპრილს მოხდა. მერვე სართულზე, თავის საცხოვრებელ ბინაში მყოფ ქალს ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია მოხვდა. თავის არეში მიყენებული ჭრილობით ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG