Accessibility links

მოსკოვში განახლდება აშშ-ის მოქალაქის, პოლ უილანის სასამართლო პროცესი


პოლ უილანი

რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა გაავრცელა ცნობა, რომ 20 აპრილს მოსკოვში განახლდება აშშ-ის მოქალაქის, პოლ უილანის სასამართლო პროცესი. მას რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს მოსკოვის სასტუმროში. გამოძიების თანახმად, მისთვის ჩამორთმეულ ფლეშსტიკზე იყო სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. ამერიკელს 20 წლით პატიმრობა ემუქრება. პოლ უილანი უარყოფს ბრალდებას, სისხლის სამართლის დევნას კი პროვოკაციას და „აბსურდულ პოლიტიკურ მოტაცებას“ უწოდებს.

უილანის ნათესავები აღნიშნავენ, რომ მოსკოვში ის ჩავიდა ქორწილში მიპატიჟების გამო. ამერიკულის გარდა, უილანს აქვს კანადის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა.

რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი არაერთხელ მიაპყრობდა რუსეთის ხელისუფლების ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ უილანი რუსეთის ციხეში იმყოფება არასათანადო სამედიცინო დახმარების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG