Accessibility links

საქართველოში სასაფლაოები დახურულია


საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დახურულია. სასაფლაოების შესასვლელებთან პოლიციელები პატრულირებენ. წესის დამრღვევ მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოებზე გასვლის ტრადიცია ათწლეულებს ითვლის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებს ამის საშუალება არ ეძლევათ.

რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი თბილისის რამდენიმე სასაფლაოსთან იყო მისული. პოლიციელებმა მათ სასაფლაოზე მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს - ყველა მისასვლელ გზაზე ამკრძალავი ნიშანი იყო დამაგრებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სასაფლაოზე შესვლის აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, მათ შორის ჟურნალისტებზეც, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

სასაფლაოებზე მისვლის აკრძალვა საქართველოში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯერ ვერ ამბობენ, როდის დადგება ქვეყანაში ინფიცირების პიკური მაჩვენებელი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG