Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 92 პაციენტიდან კრიტიკულია 3-ის მდგომარეობა


ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 120 პაციენტია განთავსებული, მათგან ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 92-ს, მათგან მწვავე პნევმონია აქვს 53-ს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისათვის 9 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობაა კრიტიკული. ლევან რატიანმა მედიასთან განმარტა, რომ აღნიშნული პაციენტების მდგომარეობის დამძიმება თანმხლები დაავადებებითაა გამოწვეული. ლევან რატიანის თანახმად, დღეს, 20 აპრილს, კლინიკას სავარაუდოდ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, რამდენიმე კი განმეორებით ტესტირებას საჭიროებს:

„15 პაციენტს არ უტარდება არანაირი მკურნალობა, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, ჩატარებული კვლევებით არავისთან არ დასტურდება არანაირი პათოლოგია. უბრალოდ რამდენიმე პაციენტის PCR ტესტმა, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, აჩვენა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია, ისინი დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

20 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში სულ გამოვლენილია 399 შემთხვევა. მათგან 93 უკვე გამოჯანმრთელდა. 4 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG