Accessibility links

ირანმა კიდევ უფრო შეასუსტა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები


20 აპრილს ირანში გაუქმდა საქალაქთაშორისო ავტომაგისტრალების გამოყენებაზე აკრძალვა.

ირანმა კიდევ უფრო შეასუსტა კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები. გაიხსნა საქალაქთაშორისო ავტომაგისტრალები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ირანი კვლავაც არის პანდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყნებს შორის და რეგიონში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ზომების შესუსტება დაიწყო 20 აპრილს და მისი მიზანია გამოაცოცხლოს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უკვე პანდემიამდე იყო მძიმე მდგომარეობაში დასავლეთის სანქციების გამო.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში პანდემიის შედეგად დაიღუპა 5000-ზე მეტი ადამიანი, დადასტურებულია ინფიცირების 80 ათასზე მეტი შემთხვევა.

თუმცა ირანის პარლამენტმა განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ ორჯერ მეტია და ინფიცირების შემთხვევებიც ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG