Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პატრიარქი: ჩვენ გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს. მიმართვაში, რომელიც 20 აპრილს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას.

„ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს;

ვავედრებ ჩვენ წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრს. ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნეფსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG