Accessibility links

აშშ-ის თანახმად, რუსეთის გამანადგურებელი სახიფათოდ მიუახლოვდა მის თვითმფრინავს ხმელთაშუა ზღვაში


რუსეთის Su-35. 2018 წ. 8 აგვისტოს ფოტო.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებელი აშშ-ის მზვერავ თვითმფრინავს სახიფათოდ მიუახლოვდა ხმელთაშუა ზღვაში, რაც რეგიონში მეორე მსგავსი ინციდენტია უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ, რომ ინციდენტი მოხდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ადგილი არ არის დაკონკრეტებული.

19 აპრილს რუსეთის Su-35 გამანადგურებელი აშშ-ის P-8A-ს ორჯერ მიუახლოვდა, მეორე შემთხვევაში დაშორება 8 მეტრი იყო, ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების თანახმად, მსგავსი შემთხვევა მოხდა 15 აპრილსაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG