Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის ვიდეოკონფერენცია მოეწყო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა COVID-19-თან ბრძოლის საკითხებზე ვიდეოკონფერენციის ფორმატით ილაპარაკეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და ევროკავშირი ძალიან ახლო მეგობრები არიან და საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რაც დადასტურდა კრიზისის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობით და კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერით. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე, ფინანსურად.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე.

9 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს COVID-19-თან საბრძოლველად 183 მილიონი ევროთი დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG