Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზში ხელისუფლების გადადგომას აქციაზე მოითხოვენ


ვლადიკავკაზში რეგიონის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, არასანქცირებული აქცია მიმდინარეობს.

ცენტრალური მოედანი გადაკეტილი აქვთ პოლიციელებსა და შინაგანი ჯარის წარმომადგენლებს.

700-მდე ადამიანია შეკრებილი ქალაქის ცენტრში. პირბადიანი ხალხის ნაწილი სიტუაციას შორიდან აკვირდება.

მიტინგის მონაწილეები სკანდირებენ „ბიტაროვ, გამოდი“ და მის გადადგომასა და პარლამენტის დათხოვნას მოითხოვენ.

პოლიციის სპეცრაზმის თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მაგრამ ხალხმა მაინც შეძლო პარლამენტისა და მთავრობის შენობასთან მიღწევა. ისინი მოითხოვენ ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მეთაურთან ვიაჩესლავ ბიტაროვთან შეხვედრას.


მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრებისკენ საოპერო შემსრულებელმა და ოპოზიციონერმა აქტივისტმა ვადიმ ჩელდიევმა მოუწოდა. ის დააკავეს ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ცენტრის თანამშრომლებმა. მას კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG