Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე მთავარი არხის თანამშრომელი აღარ არის


მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აღარ არის. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუკზე დაწერა.

"ბევრი წარმატება, იმ მაგარ გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე", - აღნიშნა მან პოსტში.

ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებს ის მუშაობას ან რა მიზეზით გაწყვიტა თანამშრომლობა მთავარ არხთან. არც მელაძე და არც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მელაძე მთავარ არხზე არხის დაფუძნებიდან დღემდე, 7 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო და არხის შეცვლილმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG