Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ს ადანაშაულებს "ყალბი" ინფორმაციის გავრცელებაში სპარსეთის ყურის ინციდენტზე


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ს ადანაშაულებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ორი ქვეყნის ფლოტებს შორის ახლახან სპარსეთის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანის ხომალდები დაადანაშაულა თავისი გემების დევნაში.

"ამერიკელებს ვურჩევდით, გაითვალისწინონ საერთაშორისო წესები და საზღვაოსნო პროტოკოლები სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვაში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი თავზეხელაღებულობა და ყალბი ამბები", - წერს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი თავის ვებსაიტზე 19 აპრილს და გამოდის გაფრთხილებით, რომ ნებისმიერ "არასწორ გათვლას გადამწყვეტი პასუხი გაეცემა".

აშშ-ის საზღვაო ფლოტი აცხადებდა, რომ 15 აპრილს, სპარსეთის ყურეში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 11 ხომალდი "სახიფათოდ და აგრესიულად" მიუახლოვდა აშშ-ის ხომალდებს. აშშ-ის ხომალდები საერთაშორისო წყლებში იყვნენ და წვრთნას ატარებდნენ ინციდენტის მომენტში, იუწყება აშშ-ის ფლოტი.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ვერსიით, მისი ძალები ატარებდნენ წვრთნას, როცა აშშ-ის გემებმა დაიწყეს "არაპროფესიონალურად და პროვოკაციულად მოქცევა".

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა იანვარში გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ერაყში განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას მოკლა ყუდსის ძალების მეთაური, ყასემ სოლეიმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG