Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის ტყეში ხანძარია


ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან
ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ახალგორთან

ოკუპირებული ახალგორის რაიონში, ტყის მასივში ცეცხლის რამდენიმე კერაა. რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, მიხაილ ლაზარევმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ დღისით ხანძარს აქრობენ, ღამით კი, კვლავ ძლიერდება. ლაზარევის განცხადებით, ხანძარი ადამიანების დაუდევრობითაა გამოწვეული. ოსური მედია წერს, რომ სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს მუშაობა ტექნიკისთვის მიუვალ ადგილებში უწევთ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, წინა დღეებში კვამლიც კი არ შეიმჩნეოდა, ახლა კი მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი უკვე დაბიდანაც ჩანს. დე ფაქტო რესპუბლიკის სახანძრო სამსახური ტყეში გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა უშედეგოდ ებრძვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG