Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავი და სოფელი კურდღელაური დაისეტყვა


ცოტა ხნის წინ თელავი და მიმდებარე სოფელი, კურდღელაური დაისეტყვა. სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და თან ერთვოდა ქარი და წვიმა. ინფორმაცია და ფოტომასალა ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

ადგილობრივები წერენ, რომ სეტყა ხეხილის ბაღებსა და ერთწლიან კულტურებს დააზიანებდა. თუმცა, ზუსტი მონაცემების დასადგენად დროა საჭირო.

უცნობია, გამოიყენეს თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა მიმდინარე წლის 4 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ სრულყოფილად ჩაატარეს წინასასეზონო ტექნიკური სამუშაოები და დანადგარები შევსებული იყო რაკეტებით.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს კახეთში 600 000-მდე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვას. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 28 წლის წინ შეწყვიტა არსებობა, ახალ პროექტზე მუშაობა კი 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ძირითადი ინფრასტრუქტურა კახეთშია, თუმცა მართვა ავტომატიზებულ რეჟიმში ხდება დედაქალაქიდან. სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG