Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ჯერ პიკი არ არის


„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ, როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული“, - უთხრა „პირველ არხს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ მაღალი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარ ქცევას მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში. „თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“, - ამბობს გამყრელიძე.

შეკითხვაზე, დაიკლებს თუ არა შემთხვევები სამი კვირის შემდეგ, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ პროგნოზირება რთულია.

20 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 93, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503. *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეადგენს სამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG