Accessibility links

მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში რჩებიან


ფოტო: მარტყოფის მონასტერი, 2016 წელი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარტყოფის ღვთაების მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში რჩებიან.

„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც", - თქვა რეხვიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რვა სასულიერო პირის თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა, მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მღვდელთან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG