Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ახალი შემთხვევა და ორი გამოჯანმრთელებული - Stopcov.ge-მ მონაცემები განაახლა


სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 402-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 95, ოთხი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 782. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 503. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

17 აპრილიდან საქართველოში სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. აკრძალულია ქვეყანაში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა. შეზრუდულია შესვლა-გამოსვლა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გმოცხადებული კომენდანტის საათით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG