Accessibility links

ირანი და სირია აშშ-ს აკრიტიკებენ სანქციების შენარჩუნებისთვის პანდემიის დროს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან, იმ ფონზე, როცა ორივე ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

ირანის მთავრობის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ასახულია ასადი და ზარიფი, რომლებიც 20 აპრილს დამასკში შეხვედრას ნიღბებით და ხელთათმანებით ატარებენ.

ასადმა და ზარიფმა აშშ გააკრიტიკეს, რადგან მან არ მოხსნა ორივე ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები. სირია და მისი რეგიონული უახლოესი მოკავშირე, ირანი, აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან და ორი ქვეყანა აცხადებს, რომ სანქციები ხელს უშლის მათ ბრძოლას კორონავირუსთან.

რუსეთთან ერთად თეირანი ასადის რეჟიმს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას აწვდის სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე ათი წელია გრძელდება. ომს ემსხვერპლა 400,000-ზე მეტი ადამიანი, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ იქცა. სამოქალაქო ომმა გააჩანაგა სირიის ჯანდაცვის სისტემა, ჰუმანიტარული მუშაკები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მთავრობას არ ძალუძს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება.

ირანის ეკონომიკას ზარალს აყენებს აშშ-ის ინტენსიური სანქციები, რომლებიც აღდგა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა აშშ ცალმხრივად გამოიყვანა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან.

ვაშინგტონი უგულებელყოფს სანქციების მოხსნის წინადადებას და აცხადებს, რომ ისინი არ ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების და სამედიცინო აღჭურვილობის ჩატანას სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG